გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის IV-V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები ა.წ-ის 19 აპრილს იმყოფებოდნენ გასვლით გაკვეთილზე ისტორიაში "დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში" შემეცნებით პროექტზე "საბავშვო არქეოლოგია".
მოსწავლეებმა მოინახულეს სამთავრო უძველესი სამაროვანი და ნამოსახლარი, კლდოვანი მთის ძირას აშენებული აკლდამის ნაშთები.
მოსწავლეები გაეცნენ სამარხის გასუფთავების საფუძვლებს, განახორციელეს იმიტირებული სამარხის გასუფთავება, საველე ჟურნალებში გააკეთეს ჩანაწერები ნაპოვნი ნივთების ზომების, სახეობების, შემადგენლობის შესახებ.
ღონისძიებების დასასრულს მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ნორჩი არქეოლოგის სერტიფიკატები.