გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სკოლის მისია
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მისია

სკოლის მისია

შპს - გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მისიაა:

ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების შესაბამისად:

· მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე,თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა.

· მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ-ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.

· წინა პირობების დადგენისა და შერჩევის გარეშე სკოლაში მიღებული მოსწავლეებისათვის სათანადო სასწავლო პირობების შექმნით ცოდნის დონის გაუმჯობესება. მცირე კონტინგენტის პირობებში, დამატებითი ინდივიდუალური მუშაობის მეშვეობით, საგნებში საათობრივი დატვირთვის გაზრდით ისეთი დონის მიღწევა, რომ რეპეტიტორის გარეშე მოსწავლეებმა შეძლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

· მოსწავლეთა ლოგიკურ-მათემატიკური აზროვნების უნარის განვითარება.

· მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებებად ჩამოყალიბება.

· თითოეული მოსწავლის აღჭურვა საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით, ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებისა და საკუთარი უფლებების დაცვის უნარის განვითარება.

· მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-აღზრდისათვის საჭირო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა.

· ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა.

· ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის ხელშეწყობა,

· უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის.