გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ქ-ნ ირინა სამსონიამ და კონსულტანტმა ბ-ნმა თამაზ ტატიშვილმა ჩაატარეს ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებელთა ჩართულობის ფარგლებში სკოლის ფალსილიტატორის და პედაგოგების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის თაობაზე.