გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ Fauna land ფაუნალენდ - კონტაქტურ ზოოპარკს.
პატარებს აღტაცება მოჰგვარა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან სიახლოვემ. დიდი სიყვარულით მიუალერსეს: ბაჭიებს, გოჭებს, თხებს. უშიშრად აიყვანეს ხელში ქვეწარმავლები. ინტერესისთ მოისმინეს ფაუნალენდის თანამშრომლის მონაყოლი მათი ბინადრების შესახებ.
ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ ამ საინტერესო ექსკურსიით.