გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
2016 წლის 23 დეკემბერს, ახალ წელთან დაკავშირებით, შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ გასართობ ცენტრს ,,Selftime''-ს.
ბავშვები უზომოდ კმაყოფილნი დარჩნენ, იმ საახალწლო პროგრამით, რომელიც მათ მოუწყო ცენტრმა. პროგრამა დატვირთული იყო კონკურსებით, შეჯიბრებებით და სიმღერებით.