გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
გ.დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნოპარკს.პატარა ინოვატორებმა დაათვალიერეს Little bits,Lego Robot X.3D ბეჭდვის ოთახები.ასევე გაეცვნენ ლაზერული მჭრელის მოქმედების მექანიზმს,პლატების დამუშავების პროცესს.
გარდა ამისა მათ მოინახულეს სტარტაპების ოფისიც თავისი თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცით.
შემეცნებითმა ტურმა საინტერესოდ ჩაიარა და ვაგრძელებთ გზას სამომავლო ინოვაციებისკენ.