გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ტექნოპარკს ვესტუმრეთ.
ფაბ-ის ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიებითაა დატვირთული და მართლაც ინოვაციურია. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც საშუალება გეძლევა უშუალოდ ჩაერთო ტექნოლოგიურ პროცესებში.
3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი, ლაზერული მჭრელი - ეს ის ხელსაწყოებია, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ჩვენი გიდი, მარიამი, დეტალურად გვიხსნიდა მათი მუშაობის პრინციპს და ნიმუშებს გვიჩვენებდა, ჩვენივე შერჩეული დიზაინით 3D პრინტერში საკიდი
დაგვიმზადა საჩუქრად.