გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
დღეს განიხილებოდა გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიენიჭების საკითხი.
სკოლამ წარმატებით დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნილი სტანდარტი და მიენიჭა ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 8 სექტემბრის სხდომაზე.