გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
სიახლეები
08
2021

საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. ბატონმა დავითმა ორი საათი დაჰყო მათთან და ისაუბრა ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების უპირატესობებზე. მრავალი საინტერესო ცდა აჩვენა მოსწავლეებს მათი უშუალო ჩართულობით: ბგერის სიჩქარის გაზომვა, მექანიკური ტალღების გავრცელება, დრეკადობის ძალის გაზომვა, კონდენსატორების გამოყენება, ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და სხვ. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ მაიკელსონის ცდა, სინათლის სიჩქარის გაზომვა ხომ ძალიან რთულია და ვირტუალურ ლაბორატორიაში ეს მარტივად მოხერხდა. უსინათლოებისთვის შემუშავებული ხმოვანი ლაბორატორია საუკეთესოა. თუ ფართო წარმოებაში ისეთი კარადების ჩაშვება მოხდება, როგორიც ბატონმა დავითმა შეიმუშავა, ბევრ უსინათლო ადამიანს ცხოვრებას ძალიან გაუმარტივებს. მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტი „ღამურა“, რობოტი „სვანი ობობა“, მომღერალი კოკა-კოლას ქილები. ისინი მოიხიბლნენ რობოტი „მეგანოიდით“, რომელიც სიამოვნებით ესაუბრება ადამიანებს, სეირნობს მათთან ხელჩაკიდებული და ცეკვავს მათივე მითითებებით. ფიზიკის გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს ისტორიკოსმა დამრიგებლებმა მაია ჯავაშვილმა და ლელა თვალიაშვილმა. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ცოდნას მოსწავლეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკა არასტანდარტულ აზროვნებას ავითარებს და თანამედოვე ტექნოლოგიების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს. ერთობლივი პროექტების განხორციელებაც შესთავაზა მოსწავლეებს. იმედია, მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

21
2020
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
21 მარტს, გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა... ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ...
08
2019
ჩვენი ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე!
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ულოცავს ნინო ჩუბინიძეს ამ სიხარულს და უსურვებს აკადემიურ წარმატებულ მომავალსღმერთო ! გახარებული ამყოფე ყველა ...
09
2019
საინტერესო და მხიარული ექსპერიმენტები-სამეცნიერო პიკნიკი 2019.
ლოკაცია: ვაკის პარკი. ...
28
2019
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !!!
ჩვენო ძვირფასო ბავშვებო, მშობლებო და პედაგოგებო! გილოცავთ ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას.განსაკუთრებით ვულოცავ,პირველ კლასელებს,ისინი ხომ სიახლის მილოდინის სურვილით მოდიან ...
12
2018
სასწავლო წლის ლამაზი დასასრული..
...
03
2018

3 ივნისს შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ჯგუფი "მწვანე ფარი" ჩაერთო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ...
01
2018
ტექნოპარკი N2.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები ტექნოპარკს ვესტუმრეთ. ფაბ-ის ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიებითაა დატვირთული და მართლაც ინოვაციურია. ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ...
29
2018
ექსკურსია გურამ დევდარიანის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში.
განტვირთვა როგორც ბავშვისთის, ისე უფროსებისთისაც აუცილებელია.. ეს კი ჩვენი სკოლის შემეცნებითი,გასართობი და ძალზე საინტერესო აქტივობებით დახუნძლული ექსკურსიაა! ...
26
2018
გილოცავთ!!
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენს სკოლაში ასე აღინიშნა ... ...
30
2018
ჩვენი თბილი მასწავლებელი...
...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >