გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს ვაკე საბურთალოს რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მატემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოთხ სართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი. ....

<<
ივნისი 2022
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
სიახლეები
08
2021

საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიაში მათ პროფესორმა დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. ბატონმა დავითმა ორი საათი დაჰყო მათთან და ისაუბრა ვირტუალური, რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიების უპირატესობებზე. მრავალი საინტერესო ცდა აჩვენა მოსწავლეებს მათი უშუალო ჩართულობით: ბგერის სიჩქარის გაზომვა, მექანიკური ტალღების გავრცელება, დრეკადობის ძალის გაზომვა, კონდენსატორების გამოყენება, ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობა და სხვ. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ მაიკელსონის ცდა, სინათლის სიჩქარის გაზომვა ხომ ძალიან რთულია და ვირტუალურ ლაბორატორიაში ეს მარტივად მოხერხდა. უსინათლოებისთვის შემუშავებული ხმოვანი ლაბორატორია საუკეთესოა. თუ ფართო წარმოებაში ისეთი კარადების ჩაშვება მოხდება, როგორიც ბატონმა დავითმა შეიმუშავა, ბევრ უსინათლო ადამიანს ცხოვრებას ძალიან გაუმარტივებს. მოსწავლეებმა გაიცნეს რობოტი „ღამურა“, რობოტი „სვანი ობობა“, მომღერალი კოკა-კოლას ქილები. ისინი მოიხიბლნენ რობოტი „მეგანოიდით“, რომელიც სიამოვნებით ესაუბრება ადამიანებს, სეირნობს მათთან ხელჩაკიდებული და ცეკვავს მათივე მითითებებით. ფიზიკის გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ბევრი საინტერესო კითხვა დასვეს ისტორიკოსმა დამრიგებლებმა მაია ჯავაშვილმა და ლელა თვალიაშვილმა. ბატონი დავითი უშურველად ხარჯავს თავის დროს და ცოდნას მოსწავლეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფიზიკა არასტანდარტულ აზროვნებას ავითარებს და თანამედოვე ტექნოლოგიების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავს. ერთობლივი პროექტების განხორციელებაც შესთავაზა მოსწავლეებს. იმედია, მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

08
2016
გრძელდება მოსწავლეთა რეგისტრაცია
გრძელდება მოსწავლეთა რეგისტრაცია პირველ კლასში. დარეგისტრირება შეუძლია ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 24 ოქტომბრამდე. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ...
30
2016
გილოცავთ სკოლის დამთავრებას
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათემატიკური სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა XII კლასელს სკოლის დამთავრებას და წარმატებას უსურვებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისას. ...
19
2016
მცხეთაში გასვლითი გაკვეთლი ისტორიაში
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის IV-V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები ა.წ-ის 19 აპრილს იმყოფებოდნენ გასვლით გაკვეთილზე ისტორიაში "დიდი მცხეთის არქეოლოგიური ...
15
2016
პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო!
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლა იწყებს მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის I კლასში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 230-40-47; 599 ...
08
2016
მასწავლებელთა ტრენინგი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა: ქ-ნ ირინა სამსონიამ და კონსულტანტმა ბ-ნმა თამაზ ტატიშვილმა ჩაატარეს ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ...
15
2016
KINGS -ის ოლიმპიადა.
ვულოცავთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს KINGS -ის მათემატიკის, ქართულისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში მიღწეულ წარმატებებს. ...
30
2015
ახალი წელი - ახალი იმედები!
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ...
15
2015
სტუმრად ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში.
უფროსკლასელები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტს ესტუმრნენ გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები და ფიზიკის მასწავლებლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ...
20
2015
სწავლა დაიწყო.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს! ...
30
2015
12 კლასი!
გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათემატიკური სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა XII კლასელს საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >