გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
გრძელდება საინტერესო ამბები ჩვენს სკოლაში. დღეს მოსწავლეები, ბიბლიოთეკის გამგის სვეტა კონჯარიას ინიციატივით, ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმს.სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოხდა შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარება.