გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
აპრილი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          
შინაგანაწესი

გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათემატიკური სკოლის
შინაგანაწესი

გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა–მათემატიკური სკოლის
შინაგანაწესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს – გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა (შემდგომში – სკოლა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით, სკოლის წესდებითა და ამ შინაგანაწესით;
3. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებულნი არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი
4. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლის საქმიანობის მომწესრიგებელ დოკუმენტს.

მუხლი 2. საქმიანობა
1. სკოლა კანონმდებლობით დადგენილი წესით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის წარმართვა;
ბ) სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების გამართვა;
გ) მოსწავლეთა საგნობრივი და სპორტული წრეების ჩამოყალიბება;
დ) გრანტებსა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა;

მუხლი 3. სკოლის დირექტორის უფლება–მოვალეობები
1. დირექტორი უფლებამოსილია:
ა) სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მართოს სკოლის საქმიანობა და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.
ბ) მოითხოვოს თანამშრომლისაგან შრომითი ხელშეკრულებითა და თანამდებობრივი დავალებით გათვალისწინებული სამუშაო ვალდებულებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
გ) დანერგოს წახალისების სისტემა სკოლაში, აგრეთვე გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მოსწავლეთა და თანამშრომელთა მხრიდან შრომითი დისციპლინის/განაწესის დარღვევისას.
დ) პედაგოგიური საბჭოს და კათედრების მონაწილეობით შეიმუშავოს და დაამტკიცოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმა.
ე) სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს სკოლის მასწავლებლები/თანამშრომლები, დადოს მათთან შრომითი ხელშეკრულებები.
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

2. დირექტორი ვალდებულია:
ა) იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე შინაგანაწესისა და სკოლაში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
ბ) მიმართოს სათანადო ზომებს, რათა სკოლის ყველა თანამშრომელმა და მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის სრულყოფის საქმეში.
გ) ხელშეკრულების გასაფორმებლად მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს და/ან ახალ თანამშრომელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი.
დ) უზრუნველყოს შრომითი და სასწავლო დისციპლინის განუხრელი დაცვა.

მუხლი 4. პედაგოგიური საბჭო და საგნობრივი კათედრები
1. სკოლას ჰყავს პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით;
2. პედაგოგიური საბჭო:
ა) მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ბ) განიხილავს პედაგოგების მიერ შერჩეულ, სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის დირექტორს;
3. პედაგოგიური საბჭო პირველ სხდომაზე ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, რომლის ფუნქციებია:
ა) მოამზადოს პედაგოგიური საბჭოს დღის წესრიგი;
ბ) შეადგინოს პედსაბჭოს სხდომის ოქმი;
გ) აწარმოოს პედსაბჭოს დოკუმენტაცია;
4. პედაგოგიური საბჭოს გადაწტვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
5. სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლაში ყალიბდება საგნობრივი კათედრები.
6. კათედრის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა შეზღუდულია და მოიცავს ერთ აკადემიურ სასწავლო წელს (სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით);
7. კათედრა სკოლის დირექციასთან კოორდინაციაში წარმართავს თავის საქმიანობას;
8. კათედრის ფუნქციები
ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
გ) სახელმძღვანელოების შერჩევა;
დ) შეფასების კომპონენტების შემუშავება და აღწერა;
ე) სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა;
9. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები:
ა) შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთების წარმოება);
ბ) საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილების მიწოდება დირექციისათვის;
გ) პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (გადამზადებები, კონფერენციების მოწყობა, სტუმრების მოწვევა და სხვა);
10. საგნობრივი კათედრები ვალდებულნი არიან შეიმუშავონ და საშემსრულებლო ვადებში გაწერონ, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პერიოდულ შემოწმება, ღია გაკვეთილების, შიდა სასკოლო წერის, ტესტირებისა თუ კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების სახით;
11. კათედრები საათების განაწილებას ახდენენ სკოლის დირექციასთან შეთანხმებით;

მუხლი 5. მასწავლებელთა (თანამშრომელთა) უფლება–მოვალეობები
1. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) პედაგოგიური საქმიანობის წარმატებულად წარმართვისათვის მოითხოვოს ორგანიზებული და მატერიალურ–ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა.
ბ) მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ანაძღაურება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით.
გ) პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესში, უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართოს მოსწავლეთა წახალისებას და დისციპლინური სასჯელის ზომებს.

2. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი ვალდებულებები, დაიცვას შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, დაემორჩილოს სკოლის ადმინისტრაციის მითითებებს, სამუშაო დრო რაციონალურად გამოიყენოს სასწავლო პროცესისათვის და სხვას არ შეუშალოს ხელი თავისი შრომითი ვალდებულებების შესრულებაში.
ბ) დროულად შეატყობინოს სკოლის ადმინისტრაციას თავისი სამუშაოს შასაძლო შეუსრულებლობის შესახებ.
გ) დაიცვას სკოლის შინაგანაწესი, დირექტორის ბრძანებები.
დ) გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ სკოლის ქონებას.
ე) მოსწავლეებისაგან მოითხოვოს სკოლში მოქმედი დისციპლინის ზედმიწევნით დაცვა, ასევე სასკოლო ინვენტარის, ტექნიკური მოწყობილობების დაცვა, პასუხი აგოს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მიერ სკოლის ქონების დაზიანების გამო, დაიცვას სკოლის მატერიალური ფასეულობებისა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები.
ვ) მუდმივად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ზ) უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის შაესაძლებლობის გამოვლინების პირობები გაკვეთილზე, მოისმინოს მათი აზრი საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით, განუვითაროს მოსწავლეებს კრიტიკული აზრის მოსმენის და არგუმენტაციის უნარჩვევები.
თ) თვალყური ადევნოს მოსწავლეთა დისციპლინას გაკვეთილებს შორის შესვენების პერიოდში.
ი) აანაზღაუროს ზარალი რომელიც მისი ბრალით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიადგა სკოლას.

მუხლი 6. მოსწავლეთა და მშობელთა უფლება მოვალეობები
1. მოსწავლეს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ზოგადი განათლება, ხოლო ფიზიკასა და მათემატიკაში შესაბამისი საფეხურისათვის დადგენილზე მაღალი დონის ცოდნა.
ბ) სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და მონაწილეობა მიიღოს მისი სრულყოფის ღონისძიებებში.
გ) მოითხოვოს სკოლისაგან სწავლების შესაბამისი დონის უზრუნველყოფა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
დ) გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

2. მოსწავლე ვალდებულია:
ა) სასკოლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში. ხელი არ შეუშალოს მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
ბ) სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
გ) გაითვალისწინოს სკოლის პედაგოგების/თანამშრომლების მითითებები.
დ) არ დატოვოს სკოლის ტერიტორია სასწავლო დროის დამთავრებამდე.
ე) გაუფრთხილდეს და დაიცვას საკლასო ოთახის ინვენტარი, სკოლის ქონება და ტექნიკური აღჭურვილობა.
ვ) პატივი სცეს მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის ადმინისტრაციას და სკოლის სხვა თანამშრომლებს.
ზ) არ დაიგვიანოს გაკვეტილზე. სკოლაში გამოცხადდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
თ) არ გააცდინოს გაკვეთილი (გაკვეთილები) არასაპატიო მიზნით.
ი) მოსწავლეს ეკრძალება მობილური ტელეფონით სარგებლობა გაკვეთილზე.
კ) სკოლაში დაუშვებელია არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას სხვა მოსწავლეთა უსაფრთხოებას.

3. მშობლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობანი:
ა) მშობელი/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია მოსწავლის ყოფაქცევის, აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხების შესახებ.
ბ) მშობელი/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია უზრუნველყოს მოსწვლის დროული გამოცხადება სკოლაში, ასევე უზრუნველყოს მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ვალდებულებების შერულება.

მუხლის 7. სკოლის სამუშაო დრო
საკოლის სამჯუშაო დრო განისაზღვრება დილის 9:30 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე.

მუხლი 8. მოსწავლის პირადი საქმე
1. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის პირადი საქმის წარმოებას.
2. პირადი საქმეში ინახება:
ა) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექციის სახელზე;
ბ) დაბადების მოწმობის დედანი;
გ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
დ) მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგიური დაკვირვების შედეგები.

მუხლი 9. შრომის დისციპლინა
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის სკოლის დირექციამ შეიძლება გამოიყენოს თანამშრომლის წახალისების შემდეგი სახეობები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) პრემიის გაცემა;
2. შრომის დისციპლინის დარღვევისათვის სკოლის დირექცია იყენებს შემდეგ დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომებს: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედურს; დ) სასტიკი საყვედური; ე) სამსახურიდან გათავისუფლება
3. დისციპლინარული სახდელის დადებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, გარემოებები, თანამშრომლის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა;
4. წახალისება და დისციპლინარული სახდელი გამოიყენება სკოლის დირექციის მიერ;
5. დასჯა და წახალისება ცხადდებადირექტორის ბრძანებით, თანამშრომელს სახდელის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება;
6. დისციპლინური სახდელი პირს შეეფარდება გადაცდომის გამოვლენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა;
7. სამსახურეობრივი დისციპლინის დარღვევის შემთხვევის შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინარული სახდელის გამოყენება;
8. დისციპლინარული სახდელი თანამშრომლის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სახდელის შეფარდებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ გადაცდომას;
9. ვადაზე ადრე სახდელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი პედაგოგიური საბჭოს წარდგინების საფუძვლებზე სკოლის დირექციის მიერ.

მუხლი 10. თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესი
1. სკოლაში თანამშრომლის მიღება ხდება დირექტორის გადაწყვეტილებით, რაც ფორმდება დირექტორის ბრძანებით და დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
2. შრომითი ხელშეკრულება თანამშრომელთან იდება 1 სასწავლო წლის ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
3. სკოლაში სამუშაოდ მიღებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
დ) ავტობიოგრაფია (CV).
ე) განცხადება.
4. დირექტორის შეხედულებებისამებრ სკოლის ადმინისტრციას უფლება აქვს მოსთხოვოს დასაქმებულს სხავა სახის დოკუმენტებიც.
5. შრომითი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. შინაგანაწესიში ცვლილებისა და დამატებები შეტანა
წინამდებარე შინაგანაწესში ცვლილებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება შინაგანაწესის დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.