გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
სექტემბერი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            
სიახლეები
27
2017

თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილმა მიიღოს კარგი განათლება და აღიზარდოს თბილ, მეგობრულ გარემოში, გირჩევთ არჩევანი ჩვენს სკოლაზე შეაჩეროთ.
კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია (10 მოსწავლემდე).

სკოლა გთავაზობთ სწავლების მაღალ დონეს ესთეტიკური აღზრდის პროგრამას; მრავალფეროვან პროექტებს.

სკოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი და მოსამზადებელი ჯგუფი. ინგლისური ენის სწავლება იწყება I კლასიდან, ხოლო რუსული- III კლასიდან.
სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინებთან ერთად ისწავლება სტანდარტსზევით საგნები: სახალისო მათემატიკა (III კლასიდან), ჭადრაკი (I-VI კლასი) და სხვა.


V კლასის ზევით სკოლაში მოსწავლეები ირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე. V კლასიდან მათემატიკა ისწავლება გაძლიერებულად (კვირაში 7 საათი), ხოლო ფიზიკის სწავლება VII კლასიდან იწყება.

XI-XII კლასებში ისწავლება ზოგადი უნარები.
ჩვენი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადებში და გარკევული წარმატებებიც გვაქვს. ჩვენი სკოლა რეგულარულად უწევს ორგანიზებას გასართობ და შემეცნებით ექსკურსიებს მუზეუმებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ჩვენს სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდოლოგიით, შექმნილია კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო ბავშვებისათვის. სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. სწავლა კლასში იწყება 9.30 სთ-ზე, ბავშვები სკოლაში რჩებიან 17.00 საათამდე. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ფუნქციონირებს თითოეული კლასისთვის გახანგრძლივებული ჯგუფი. მოსწავლეები სადილობენ, მეცადინეობენ, ისვენებენ და ერთობიან პედაგოგების მეთვალყურეობის ქვეშ.


სკოლას აქვს ინფორმატიკის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია, ასევე მუსიკისა და ხელოვნების კაბინეტები, სპორტული დარბაზი, კალათბურთის მოედანი და კეთილმოწყობილი ეზო. რაც შეეხება კლასგარეშე აქტივობებს, სკოლას აქვს მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების წრე ( ხატვა, ქარგვა, ქსოვა, კერვა და სხვა).
გვეწვიეთ, რათა მეტი შეიტყოთ ჩვენ შესახებ.

10
2024

გვეწვია მცირე ბიზნესის Sunann's accessories მფლობელი, ძალიან ნიჭიერი გოგონა, ანა თაბუკაშვილი ...
29
2023
მხიარული ზეიმი
კიდევ ერთი მხიარული დღე სკოლაში: დაწყებითი კლასების კათედრამ (პედ: რუსუდან მელაძე და რიტა ანდრიაძე) ჩაატარა საახალწლო ზეიმი! ყველას გილოცავთ ...
27
2023

ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც სხვადასხვა შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშებში გამოიჩინეს თავი, გადაეცათ სიგელები! წარმატებები, ბავშვებო!❤ ...
26
2023
,,გენური თერაპაია"
დღეს ბიოლოგიის პედაგოგმა, ნათია ბზეკალავამ, ჩაატარა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე: ,,გენური თერაპაია", სადაც უამრავი მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს ბავშვებმა. ...
23
2023

სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი: ,,ტვინების ბრძოლა", სადაც მონაწილეობა მიიღეს მე-3--მე-11 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდნენ სკოლის ,,მოაზროვნე'' მოსწავლეები: მე-4 კლ- ...
21
2023
მოგზაურობა
ქიმიის პედაგოგმა ნათია მგალობლიშვილმა სკოლის ბავშვებს კიდევ ერთი მშვენიერი დღე აჩუქა: მე-5--მე-11 კლასის მოსწავლეები წაიყვანა ,,ბარამბოს'' ...
05
2023

ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს-ლუკა ხოკერაშვილსა და მარიამ ჩაკვეტაძეს - ,,ეტალონის'' მეორე ტურში მიღწეულ წარმატებას. ქ. თბილისის კონკურსის ...
13
2023
ესეც პრეზენტაცია რუსულ ენაში ( მე-7 კლასი, პედაგოგი: მარია თუაევი)
...
09
2023
დღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა (პედაგოგები: ნათელა ტაბატაძე და ლალი მარღიშვილი) გაისეირნეს ძველი თბილისის ქუჩებში
...
05
2023
,,დადიანის ასული და მათხოვარი"
ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ნათელა ტაბატაძის ურთიერთობა მოსწავლეებთან გამორჩეულია და მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები თუ კლასგარეშედ ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
 >