გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწაავლეები 9 თებერვალს გაეცნენ მათემატიკის კანონზომიერ სამყაროს.
პროფესორმა ილია თავხელიძემ მოსწავლეებს გააცნო მებიუსის ფურცელი და მის მიერ შექმნილი საინტერესო ლამაზი ფიგურები. მათემატიკურ-ლოგიკური აზროვნების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, საინტერესო ამოცანების გაცნობით, ლექცია მოსწავლეებისთვის შთბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
მადლობას ვუხდით თსუ საბავშვო უნივერსიტეტს და პროფესორ ილია თავხელიძეს.