გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
3 ივნისს შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ჯგუფი "მწვანე ფარი" ჩაერთო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობაში სახელწოდებით - „ბიომრავალფეროვანი თბილისი“.
ჯგუფის წევრები იყვნენ ექსკურსიაზე ვაკის პარკში ზოგადი ბიომრავალფეროვნების ჯგუფის შემადგენლობაში (ექსპერტი გიორგი ბერიჩიკიძე). მოსწავლეები გაეცნენ ვაკის პარკის მცენარეთა სამყაროსა და ფრინველების.მრავალფეროვნებას.