გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
პრესტიჟულ სკოლას ეძებთ? თქვენი უნარისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლინება გსურთ? მცირეკონტინგენტიან ჯგუფში გინდათ სწავლა? ფიზიკა და მატემატიკა გაღრმავებულად გსურთ ისწავლოთ? მაშინ მიაკითხეთ გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას.
სკოლა ერთპიროვნულად დაფუძნებულია გურამ დევდარიანის მიერ, რომელიც 20 წელი (1986წ.-2007წ.) ხელმძღვანელობდა აკ.ი.ნ ვეკუას სახელობის ფიზიკა-მატემატიკურ 42-ე საშუალო სკოლას, ხოლო 2007 წლიდან თავისივე საავტორო სკოლაში აგრძელებს მოღვაწეობას.სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების პარალელურად მოსწავლეებს სთავაზობს ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას.
”შენ აქ მასპინძელი ხარ და არა სტუმარი, გაუფრთხილდი მშობლიური სკოლის ღირსებას!”