გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ოსართულიან შენობში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.

 

<<
მაისი 2024
>>
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
სიახლეები
21
2012

წლევანდელი გამოსაშვები გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე. წ. Gcat browser-ი შეიქმნა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას, პროგრამა ზღუდავს ყველა სტანდარტულ პროცედურას ტესტირების განმავლობაში (მაგ.: ფრაზის, სიტყვის კოპირება და ა.შ.).

პირველ საგამოცდო დღეს, 09:00 საათზე მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე დაიწყებენ მუშაობას.
გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. "CAT"-ის სისტემით ტარდება.
საგამოცდო ოთახებში იმუშავებს ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა. საგამოცდო პროცესში 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული.
გამოცდების დაწყებამდე ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო საგამოცდო ბარათი, რომელზეც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.
მოსწავლე მითითებულ დღეს და საათზე უნდა გამოცხადდეს შესაბამის სკოლაში და გაიაროს რეგისტრაცია.
მან თან უნდა იქონიოს მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. დასაშვებია მხოლოდ პირადი ჰიგიენის ნივთებისა და პლასტმასის ბოთლით წყლის შეტანა.

2012 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების განრიგი:

21 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა როგორც მეორე ენა;
22 მაისი - უცხოური ენა;
23 მაისი - ისტორია;
24 მაისი - გეოგრაფია;
25 მაისი - ფიზიკა;
28 მაისი - ქიმია;
29 მაისი - ბიოლოგია;
30 მაისი - მათემატიკა.

19
2012
სკოლის მანდატურის სამსახური
ახალი წლიდან სკოლას ეყოლება მანდატური. გთხოვთ ყველანაირად ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ მას ჩვენი სკოლის უკეთ გაცნობაში. ეს ყველაფერი ...
31
2011
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
...
27
2011
უფროსკლალსელებისა და მშობლების საყურადღებოდ!
გურამ დევდარიანის საავტორო სკოლა გიწვევთ 2012 წლის საახალწლო კონცერტზე. რომელიც ორგანიზირებულია გაერთიანებული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისა ...
23
2011
გილოცავთ გიორგობას!
წმ. გიორგის დღე (გიორგობა) ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნება 23 აპრილს ...
14
2011
გილოცავთ სვეტიცხოვლობას!
სვეტიცხოვლობა მცხეთის – საქართველოს ძველი დედაქალაქის დღეა. გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს. არა მყოლია მეციხოვნენი, არა მყოფილვარ მეტის მთხოვნელი, მე ...
15
2011
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, რომელსაც წელს სკოლის ახალ შენობაში ვხვდებით, იმედია მოგენატრათ თქვენი მასწავლებელები, მეგობრები და კლასელები. ...
08
2011
ავტორიზაცია
დღეს განიხილებოდა გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიენიჭების საკითხი. სკოლამ წარმატებით დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნილი სტანდარტი და ...
15
2011
უპირველეს ყოვლისა
პრესტიჟულ სკოლას ეძებთ? თქვენი უნარისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლინება გსურთ? მცირეკონტინგენტიან ჯგუფში გინდათ სწავლა? ფიზიკა და მატემატიკა ...
1
2
3
4
5
6
7
8
9
 >