გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ორიენტირებულია გაძლიერებული ფიზიკისა და მათემატიკის სწავლებაზე.ამასთანავე არ ხდება სხვა საგნების უგულველყოფა.სკოლა განთავსებულია ორსართულიან შენობაში და აქვს კეთილმოწყობილი კლას-კაბინეტები,თანამედროვე ლაბორატორია, სასადილო, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი და საკონფერენციო დარბაზი.
შპს გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური
სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს: საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმი; კამპუსის ბიბლიოთეკა; ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ინჟინერიის და კომპიუტერული მეცნიერებების ლაბორატორიები; კულინარიის აკადემია.